შპს ლუხავა 111 წესები და პირობები
1. შესავალი
მოგესალმებით შპს ლუხავა 111 -ის ვებსაიტზე. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. ვებსაიტზე არსებული ყველა მასალა ლოგოები, სურათები და დიზაინი წარმოადგენს შპს ლუხავა 111 -ის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით.
2. შეკვეთა და გადახდა
შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პროდუქტი, გადახვიდეთ შეკვეთის პროცესზე და გადაიხადოთ პირდაპირ ვებსაიტზე.
შეკვეთის გაფორმებისას აუცილებელია სწორი ინფორმაციის მითითება, რათა მიწოდება განხორციელდეს შეუფერხებლად.
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ამ წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შეძენა და მიწოდება
მიწოდება საქართველოს მასშტაბით ხორციელდება 2–4 სამუშაო დღეში.
შეკვეთა უნდა მიიღოთ მითითებულ მისამართზე. ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, განმეორებითი მიწოდება განხორციელდება თქვენი ხარჯით.
4. გადახდა და დაბრუნება
გადახდა შესაძლებელია MasterCard-ით ან საბანკო გადარიცხვით.
საბანკო გადარიცხვა: ამ მეთოდის არჩევის შემდეგ მიიღებთ ჩვენს საბანკო მონაცემებს. შეკვეთა დადასტურდება გადახდის დასრულებისა და ბანკის მიერ მისი დადასტურების შემდეგ.
გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ საათის მოდელის სახელი და გადარიცხვის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნოთ ქვითარი ელფოსტაზე orders@lukhava.com.თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით 3–5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. შეკვეთის გაუქმება / დაბრუნება
შეგიძლიათ გააუქმოთ და დააბრუნოთ საათი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, გარდა ინდივიდუალურად დამზადებული შემთხვევისა.
საათი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობაში, ყველა აქსესუარითა და დოკუმენტაციით.
დაბრუნების ხარჯს კომპანია ფარავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საათი დაზიანებულია ან არასწორადაა მოწოდებული.
6. გარანტია
18-თვიანი გარანტია ვრცელდება საწარმოო დეფექტებზე.
გარანტია არ ვრცელდება:
არასწორი გამოყენებით, შემთხვევითობით ან მომხმარებლის ქმედებით გამოწვეულ დაზიანებაზე
გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ
7. გაყიდვაზე უარის უფლება
შპს ლუხავა 111 იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, უარი თქვას საათის გაყიდვაზე ნებისმიერ მომხმარებელთან ან ნებისმიერ ქვეყანაში, მიზეზის განმარტების გარეშე.
8. პერსონალური მონაცემები და Cookies
შეგროვებული მონაცემები: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, მიწოდების მისამართი, ქვეყანა.
მონაცემები გამოიყენება შეკვეთების დამუშავებისა და მომსახურების გასაწევად.
Cookies გამოიყენება საიტის ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
9. წინასწარი შეკვეთა
საათის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ წინასწარი შეკვეთით. შეკვეთის დასაჯავშნად საჭიროა 40%-იანი წინასწარი გადახდა, დარჩენილი 60% გადახდა მიღებისას.
მიწოდების მინიმუმალური დრო 4 თვეა.
10. შეზღუდული პასუხისმგებლობა
შპს ლუხავა 111 არ არის პასუხისმგებელი შეფერხებებზე, შეცდომებზე ან ზიანზე, რომლებიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მითითებული არასწორი ინფორმაციით, მესამე მხარის მომსახურებით ან ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებებით.
11. ფორს-მაჟორი
კომპანია არ აგებს პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუ ეს გამოწვეულია მისი კონტროლის მიღმა არსებული მიზეზებით, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებით, პანდემიებით, ომებით, გაფიცვებით ან სახელმწიფო შეზღუდვებით.
12. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
კომპანიას მიაწოდოს ზუსტი და სრულყოფილი საკონტაქტო და მიწოდების მონაცემები
განახორციელოს გადახდა განსაზღვრული წესითა და ვადებში.
13. დავების გადაწყვეტა
ყველა დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის განხილვის ადგილი: თბილისი, საქართველო.
14. წესების განახლება
შპს ლუხავა 111 იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს წესები და პირობები.
