ლოგო აგებულია სტილიზებული ასო „ლ“-ის ირგვლივ, შთაგონებული ქართული დამწერლობითა და უძველესი კალიგრაფიული ფორმებით.

რომელიც წარმოადგენს მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის გადაკვეთის წერტილს, სადაც ტრადიცია გარდაიქმნება თანამედროვე დიზაინად.


ლოგოს კონტურები შეუმჩნევლად აყალიბებს რიცხვ „111“-ს, რაც ნიშნავს:

სიმბოლო

სწორი დრო. ადგილი. ადამიანი.

ფილოსოფია

თქვენ არ გჭირდებათ კიდევ ერთი საათი. თქვენ უკვე იცით, რა დროა. თქვენ გჭირდებათ ის, რაც შეგახსენებთ თქვენს ფესვებს, იმას, თუ როგორ გადის თქვენი დღეები და ვინ ხდებით რეალურად.

LUKHAVA არ შექმნილა მაჯის დასამშვენებლად თითოეული დეტალი, მექანიზმიდან დიზაინამდე, ემსახურება იდეას განზრახვის სტრუქტურირებისთვის. ჩვენ გვწამს, რომ დრო ნეიტრალურია, აზრი კი არა. აზრი არის ის, რასაც აშენებთ ნელა, განმეორებით და გააზრებულად.

სწორედ ამიტომ, ყოველი LUKHAVA - ს საათი იწყება კითხვით:

რა ქმნის თქვენს ხასიათს?

რა არის თქვენი ყოველდღიური არჩევანი?

რა არის ის, რამაც დროს უნდა გაუძლოს?

თითოეული მოდელი დროის აღქმის განსხვავებულ გზას წარმოადგენს ეს არ არის ერთი იდეის ვარიაციები, არამედ სამი დამოუკიდებელი ფილოსოფიაა.

დროს მნიშვნელობას მხოლოდ თქვენ ანიჭებთ, LUKHAVA ამ არჩევანს ფორმას აძლევს.

LUKHAVA დაეფუძნა რწმენას, რომ საათს მხოლოდ დიზაინით ან ლოგოთი არ ირჩევენ. ნამდვილი საათი ატარებს იდეას, ხასიათს და ისტორიას რათა გამოხატოს თქვენი ინდივიდუალურობა და გზა, რომელსაც გადიხართ.

ეს ხედვა ასახულია ჩვენს ფლაგმანურ მოდელში „ფესვები“, რომლის სლოგანია: „შექმენი მემკვიდრეობა დინასტიისთვის“.ეს არის ჩემი ხედვა და LUKHAVA - ს არსი.

გიორგი ლუხავა

დამფუძნებლისგან